“ბოლტ_ფუდიდან” გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენასა და შრომის პირობების გადახედვას ითხოვენ. 17 კურიერი გუშინ დამსაქმებელმა გაფიცვის გამო დაითხოვა და როგორც ამბობენ, მათ სამუშაო ადგილზე ვაკანსიები გამოაცხადა. ბოლტის გათავისუფლებულ კურიერებს სოლიდარობის მიზნით სხვა თანამშრომლებიც შეუერთდნენ, ისინი თანამშრომლების სამსახურში აღდგენასა და ბონუსი სისტემის გადახედვას ითხოვენ.