ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატების განცხადებით , საქმეზე გამოძიება ეფექტურად და სრულყოფილად არ მიმდინარეობს. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ არცერთი მოწმე გამოკითხულა და არც კლინიკების სამეთვალყურეო კამერებიდან არ ამოღებულია ჩანაწერები. ექთნის ოჯახის უფლებადამცველები გარდაცვალების გამომწვევი მიზეზის სამ ვერსიაზე მუშაობენ: ფილტვის თრომბოემბოლია, ანაფილაქსიური შოკი და მესამე ვერსიით, შესაძლოა ექთანმა კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა და ანტისხეულები ჰქონდა. ადვოკატები ჯანდაცვის სისტემაზე პასუხისმგებელ პირებს საგამოძიებო პროცესში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებენ, ექთნის კოლეგებს კი დახმარებას სთხოვენ.