მეწყრის საფრთხე - პირველადი დასკვნა კვირის ბოლოს გახდება ცნობილი

23 მარტი 2021, 18:01 1098 ნახვა

ვაშლიჯვრის ფერდობზე ნაპრალების ზომა იზრდება და სიტუაცია არასახარბიელოა - ამბობენ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში, სადაც ასევე განმარტავენ, მეწყრული პროცესი დინამიკაშია მოსული. ისინი კონსულტაციას გადიან ამერიკელ კოლეგებთან და მზად არიან ითანამშრომლონ გერმანელ  სპეციალისტებთანაც, რომლებიც უკვე იმყოფებიან საქართველოში.  

თეა გოდოლაძის განცხადებით, მეწყერი დღეში 5 სმ სიჩქარით მოძრაობს, ხოლო  სიღრმე დაახლოებით 18 მეტრია. მეცნიერები აცხადებენ, რომ  მნიშვნელოვანია  ტერიტორიაზე სამშენებლო პროცესი შეჩერდეს.

საქართველოში მყოფი გერმანელი სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ  მნიშვნელოვანია ადგილზე გამაგრებითი და სადრენაჟო სამუშაოების ჩატარება და ასევე მუდმივი მონიტორინგი.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი