ოპოზიცია კონსულტაციებისთვის კვლავ მზად არის, თუმცა პროტესტის ფონზე. მმართველი გუნდის ოპონენტები 15 მაისს ქვეყნის მასშტაბით აქციების ჩატარებას გეგმავენ, თუმცა მათი ნაწილი თარიღს დაგვიანებულად მიიჩნევს.
როგორც იცით მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი, სადაც სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის თქმით საქართველოზეც იმსჯელებენ. სერგო ჩიხლაძე დარწმუნებულია, რომ ქართულ ოცნებაზე საერთაშორისო წნეხი გაგრძელდება.