ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ქობულეთის " შუქურამ" მოიგო. შაშიაშვილის გაწვრთნილი გუნდი დროებით საშინაო შეხვედრებს ზესტაფონში ატარებს ,სადაც წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. ანგარიში სწრაფად მე-15 წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა გახსნა და "შუქურა" დააწინაურა.
შეხვედრის კომპენსირებულ დროში 93-ე წუთზე გიორგი ჩელებაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა. 5 ტურის შემდეგ "შუქურას" 7 ქულა აქვს . შემდეგ შეხვედრას ქობულეთლები 2 აპრილს გასვლაზე ქუთაისში "ტორპედოს" წინააღმდეგ გამართავს.