კიდევ ერთი ნაპრალი ვაშლიჯვრის ფერდობზე

20 მარტი 2021, 18:20 1386 ნახვა

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე აღმოჩენილია კიდევ ერთი დაბზარული მონაკვეთი. გეოლოგი ამბობს, რომ ეს ტერიტორია გაცილებით ახლოს არის დასახლებულ პუნქტთან, ვიდრე ადგილი, რომელიც გუშინ მოექცა ყურადღების ცენტრში.

"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი  ამტკიცებს, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ ფერდობზე არსებული ნაპრალების შესახებ თბილისის მერიამ ჯერ კიდევ 2019 წელს იცოდა.

პოლიტიკოსი მოითხოვს, ჩატარდეს კვლევები და შეჩერდეს პერიმეტრზე მიმდინარე ყველა მშენებლობა,  რადგან, მისი თქმით, მეწყერი საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში