Facebook Messenger-ის, WhatsApp-ის და Instagram-ის მუშაობაში შეფერხება ფიქსირდება. მომხმარებლების ნაწილი საიტისა და აპლიკაციების გამოყენებას ვერ ახერხებს.
ინტერნეტპლატფორმა Downdetector-ის ინფორმაციით, მომხმარებელთა 47%-ი სერვერს ვერ უკავშირდება, გზავნილების გაგზავნა/მიღების პრობლემა აქვს 40%, ხოლო 11% მესენჯერში შესვლის სირთულეებზე მიუთითებს.
Instagram-ზე შესვლისას ეკრანზე ეწერება ხარვეზის კოდი 5xx Server Error, WhatsApp-ზე კი, შეტყობინებების გვერდით მხოლოდ საათის ნიშანი ჩანს და წერილის გაგზავნა ვერ ხერხდება.
რამ გამოიწვია სოციალური ქსელები შეფერხება ჯერ ჯერობით უცნობია.
კომპანიას შეფერხებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.