აჭარის მუნიციპალიტეტებში: ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა.
ინფორმაცია აჭარის მაუწყებელს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა საკითხზე განმარტებას უწყება მოგვიანებით გეგმავს.
მათივე განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი გრძელდება ბათუმსა და ქობულეთში.
რა გახდა რეგიონში ვაქცინაციის პროცესის შეჩერების მიზეზი ან როდიდან განახლდება იგი თემაზე აჭარის მაუწყებელი მუშაობს და დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.