„ასტრაზენეკას“ ვაქცინას მსგავსი გვერდითი რეაქცია აქვს უკვე დაფიქსირებული მოსალოდნელ გვერდით რეაქციებში. 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
27 წლის ექთანს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ალერგიული შოკი განუვითარდა. მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და საჭირო იქნა მისი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა.
ფაქტს რეგულირების სააგენტო სწავლობს.