დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ იცის რამდენიმე სასულიერო პირის შესახებ, რომლებიც პირდაპირ ეთერში აიცრებიან.
„ნუ გგონიათ, რომ ეს მარტო საქართველოშია. ასეა ძალიან ბევრ ქვეყანაში. ახალი ვაქცინაა, აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი მოვლენაა და ნუ ვიჩქარებთ, ყველაფერი დალაგდება და თავის ადგილას იქნება. მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს ყველაფერი მოხდება თქვენი თანდასწრებით.
ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.