ანაკლია-განმუხურის კოვიდ სასტუმროში გალიდან გადმოყვანილი ქალი გარდაიცვალა 

17 მარტი 2021, 12:55 933 ნახვა

აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ სავალდებულო კარანტინის გავლის დროს, 63 წლის პაციენტი გარდაიცვალა.

პაციენტი საკარანტინე სივრცეში 16 მარტს მოათავსეს. ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ლაივპრესმა გაავრცელა.

11 თებერვალს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვის 12 დღიანი კარანტინი 5 დღიანით შეიცვლებოდა. როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, მათ სივრცის დატოვება PCR ტესტირების უარყოფითი შედეგისა და საკარანტინე ვადის ამოწურვის შემდეგ აქვთ.

აფხაზეთიდან გადმომსვლელთათვის კარანტინის მოხსნასთან დაკავშირებით მოქალაქეთა ჯგუფმა იმავე დღეს პეტიციაც შექმნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი