ი-ემ-სის მიმართვა სახალხო დამცველს

16 მარტი 2021, 20:11 1121 ნახვა

ბათუმის ბულვარში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაზე გაცემული ნებართვის კანონიერების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციის გაცემის თხოვნით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით სახალხო დამცველს მიმართა.

ბათომი და EMC მიიჩნევენ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს („სააგენტო“) მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა და შეუქცევად და არსებით ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს. EMC მიიჩნევს, რომ მოცემული ნებართვა გაიცა როგორც კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობის მოთხოვნების, ასევე სამშენებლო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის უხეში დარღვევებით და სახალხო დამცველს სთხოვს საკითხის შესწავლასა და ზოგადი რეკომენდაციების გაცემას, რათა მოხდეს ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა და გადარჩენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი