მესამე სექტორი არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არ აყენებს

31 ოქტომბერი 2016, 00:00 2550 ნახვა

“ჩვენ ყველამ ერთად შევძელით საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ეს არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი”- ეს სიტყვები პრემიერს ეკუთვნის. პრეზიდენტმა კი პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს გამარჯვება მიულოცა. “ამომრჩეველმა საკუთარი ნება ძირითადად თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში გამოხატა”- ასეთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურას აკვირდებოდნენ. მათი ინფორმაციით, ხარვეზები რომლებიც პროცესში გამოიკვეთა, შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი