“ბორჯღალოსნებმა” ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს

14 მარტი 2021, 18:01 1150 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა  მადრიდში ესპანეთი ანგარიშით 25:19 დაამარცხა.  ბორჯღალოსნებმა სულ 3 ლელო გაიტანეს.  პირველი ლელო თორნიკე ჯალაღონიამ მე-4 წუთზე დადო, ხოლო ესპანელთათვის მეორე ლელოს გატანა აკაკი ტაბუტაძემ 45-ე წუთზე მოახერხა, შეხვედრის დამაგვირგვინებელი ლელო კი  ჯაბა ბრეგვაძის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა მოგების შედეგად ოთხი სატურნირო ქულა მოიპოვა და „რაგბი ევროპის“ წლევანდელი სეზონის ცხრილს ცხრა ქულით ლიდერობს. 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი