“დინამო” ბათუმი ეროვნული ლიგის ლიდერია

14 მარტი 2021, 12:05 997 ნახვა

ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ‘’დინამო’’ ბათუმმა გათამაშების აუტსაიდერი  ‘’სამტრედია’’ ანგარიშით 2-0 დაამარცხა. 

ანგარიში მე-11 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით "დინამომ" გახსნა.

ნიქაბაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი თავად ბათუმელთა ფორვარდმა გაიტანა. სხვაობა ორამდე 45-ე წუთზე  დინამოს ახალწვეულმა გიორგი ფანცულაიამ გაზარდა.  ოთხი ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ "დინამოს" 10 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში