„ლაშქრობა ამბასადორთან“ - მორიგი აქცია მშენებლობის წინააღმდეგ

13 მარტი 2021, 18:02 1220 ნახვა

„არ დავთმობთ ბულვარს“-მორიგი აქცია ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე.  ამჯერად ბულვარის დამცველებს მუსიკოსებიც შეუერთდნენ და 16 სართულიანი მშენებლობა მუსიკის ფონზე გააპროტესტეს. აქტივისტები განათლების  სამინისტროს 17 მარტამდე  აძლევენ ვადას, იმისთვის რომ შეწყდეს კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უკანონო მშენებლობა.

ოთხშაბათს უწყებაში მხარეებს შორის ზეპირი მოსმენაა დაგეგმილი და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება რა ფორმით გააგრძელებენ აქტივისტები ბულვარის დაცვას.  

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა, პეტიციის სახით  შეგროვდა 5ათასზე მეტი ხელმოწერა. 

26 თებერვალს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, ბათომის სახელით, მიმართა  განათლების მინისტრს და ითხოვეს ბულვარში 16-სართულიანი კომპლექსის სამშენებლო ნებართვის კანონიერების შესწავლამდე შეჩერებულიყო მშენებლობა, თუმცა მაია ხაჯიშვილმა უფლებამოსილება არ გამოიყენა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი