ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე პრემიერ-მინისტრი და მინისტრები დროებით მოვალეობის შემსრულებლები ხდებიან, რის შემდეგაც ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები უნდა დაიწყოს. ქართულ ოცნებაში“ ამ დროისთვის სამთავრობო ცვლილებების რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობას დატოვებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნება გიორგი გახარია, რომელიც ამ დროისთვის ეკონომიკური საბჭოს მდივანია. ვრცელდება ინფორმაცია სამინისტროების ოპტიმიზაციის შესახებაც. მინისტრები სამთავრობო ცვლილებების დეტალებზე არ საუბრობენ.