ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე - ირაკლი ღარიბაშვილი 

12 მარტი 2021, 12:22 855 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგის იმედი აქვს. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდი იქნება შედეგზე ორიენტირებულები. 

''მინდა სრული მზაობა გამოვხატო და დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ  გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს არაერთხელ განგვიცხადებია, მათ შორის ოპოზიციასთან  არაერთი შეხვედრის დრო. მინდა, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დავადასტურო აღნიშნული მზაობა. 

დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი. იგი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი მოკლე დროში დასრულდება. 

იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგის და ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის'' - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ჩართული იქნება ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი