სამინისტრომ არ გაითვალისწინა, რომ მშენებლობით შეუქცევადი ზიანი ადგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - EMC სამინისტროს გადაწყვეტილებაზე

09 მარტი 2021, 17:31 833 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა​ EMC-ისა და “საზოგადოება ბათომის” მოთხოვნა, შეჩერდეს 19 სართულიანი (3 მიწის ქვეშ) სასტუმროს მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტრიაზე ბათუმის ბულვარში.

განცხადებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

მათვე განმარტებით, სამინისტრომ არ გაითვალისწინა, რომ ამ გადაწყვეტილებით შეუქცევადი ზიანი ადგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

უახლოეს პერიოდში EMC, “საზოგადოება ბათომის” სახელით, სასამართლოს მიმართავს მოთხოვნით, დაუყოვნებლივ შეჩერდეს მშენებლობა და ძეგლის ინტერესების ხელყოფა.

"ამ გადაწყვეტილებით სამინისტრომ არ გაითვალისწინა, რომ მშენებლობით შეუქცევადი ზიანი ადგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის მნიშვნელობა და ღირებულება ქალაქისთვის შეუფასებელია. მეტიც, მისი დასაბუთება ემყარება მხოლოდ კომპანიის ინტერესისა და მისი ფინანსური ზარალის შესახებ მსჯელობას. მაგრამ სამინისტრო არ ითვალისწინებს, იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ გაცემული ნებართვა უკანონოდ იქნა ცნობილი, ხოლო კომპანიას ამ დროისთვის უკვე განხორციელებული ექნება ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები, არსებული შენობის დემონტაჟი და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გაცილებით უფრო დიდ ფინანსურ ტვირთს წარმოშობს, როგორც კომპანიისთვის ისე სახელმწიფოსთვის.

სამინისტრო განაგრძობს ადმინისტრაციულ წარმოებას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს გაცემული ნებართვის ბათილად ცნობის შესახებ.

“ბათუმი ამბასადორმა” ნებართვაში ცვლილების შეტანის გზით, უგულებელყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესი და 4 სართულიანი ნაგებობის ნაცვალად 15 სართულიანი ნაგებობის მშენებლობა წამოიწყო, რომელიც ახლა მე-6 სართულამდეა აღმართული.

უახლოეს პერიოდში EMC, “საზოგადოება ბათომის” სახელით, სასამართლოს მიმართავს მოთხოვნით, დაუყოვნებლივ შეჩერდეს მშენებლობა და ძეგლის ინტერესების ხელყოფა"-აცხადებენ ორგანიზაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში