„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ

08 მარტი 2021, 15:21 911 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ნიკა მელიას მხარდამჭერები  საარჩევნო შტაბიდან ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ.

ავტოკოლონის მონაწილეები გლდანის გამგეობასთან გაჩერდებიან და აქციას გამართავენ, საბოლოოდ კი აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან დაასრულებენ.

აქციის მონაწილეების ორი ძირითადი მოთხოვნა ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნებია.

"ჩვენი ძირითადი მოთხოვნები რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნასთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ძალაშია, თუმცა დღევანდელი აქციის მთავარი მიზეზი ის ფარული ჩანაწერებია, რაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

გვინდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ხალხი ვართ წინააღმდეგი რასაც ეს მთავრობა აკეთებს. აღარ არის სახლში ჯდომის დრო, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი