არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე

08 მარტი 2021, 11:52 685 ნახვა

ბოლო დღეების მთავარ თემაზე - გავრცელებულ აუდიო ჩანაწერზე 15 არასამთავრობო ორგანიზაცია პრემიერისგან განმარტებებს მოითხოვს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გავრცელებული ჩანაწერის შინაარსი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშანს შეიცავს, რომელშიც, სავარაუდოდ, ყველა დასახელებული პირი მონაწილეობს. ამ ეტაპზე კრიტიკულად აუცილებლად მიიჩნევენ გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს მყისიერად გაეცეს პასუხი. ნამდვილობის შემთხვევაში კი მოითხოვენ დადგეს ირაკლი ღარიბაშვილის  პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული ინსტრუმენტები და პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს განმარტებები. “რთული წარმოსადგენია სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა დაიმსახუროს საზოგადოებრივი ნდობა, სანამ პირები, რომლებიც ჩანაწერში ფიგურირებენ და რომელთაც საგამოძიებო პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, თანამდებობებზე დარჩებიან”. – წერია განცხადებაში

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი