ტვ პირველის მიერ გავრცელებული საგამოძიებო სიუჟეტი დღის თემად იქცა. მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასება როგორც პოლიტიკოსების, ასევე მესამე სექტორის მხრიდან.
აუდიო ჩანაწერის შინაარსის გამო სამოქალაქო აქტივისტებმა აქციები გამართეს. მას შემდეგ რაც აუდიო ჩანაწერი ეთერში გავიდა ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარაზე არაერთი ადამიანი ალაპარაკდა, მათ შორის ერთ -ერთი ჩვენი ყოფილი თანამშრომელი, ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე.