მესამე სექტორი ფარულ ჩანაწერებზე

07 მარტი 2021, 18:15 878 ნახვა

ტვ პირველის მიერ გავრცელებულ აუდიო  ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მესამე სექტორი.„დემოკრატიის ინდექსი-საქართველო დაუყოვნებლივ  ობიექტური გამოძიების დაწყებას და ჩანაწერის დიალოგის ავთენტურობის დადგენას ითხოვს.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ  ჩანაწერი შესაძლოა შეიცავდეს  მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან  სავარაუდოდ მძიმე დანაშაულის შესახებ ინფორმაციას. რაც შეეხება  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებას, გამოძების დაწყებას ეჭვქვეშ აყენებენ, ამ ვარაუდს კი იმით ამყარებენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ივანიშვილების ოჯახს ჭარბი გავლენა აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში