ტვ პირველის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ობიექტური გამოძიების დაწყებას და ჩანაწერის დიალოგის ავთენტურობის დადგენას ითხოვს არასმთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი-საქართველო“.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ჩანაწერი შესაძლოა შეიცავდეს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სავარაუდოდ მძიმე დანაშაულის შესახებ ინფორმაციას. ორგანიზაციის განცხადებით პირველ რიგში აქცენტი უნდა გაკეთდეს დანაშაულის გამოძიებაზე და არა იმ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევაზე პასუხისმგებლობა, რომლითაც სავარაუდო დანაშაული მჟღავნდება.
„დემოკრატიის ინდექსი-საქართველო“ ასევე მოუწოდებს პარლამენტს ყველა დაინტერესებული სუბიექტის ჩართულობით, მხილებისა და მამხილებლის დაცვის ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შესამუშავებლად, დაუყოვნებლივ შექმნას სამუშაო ჯგუფი.