ომბუდსმენი გავრცელებულ ჩანაწერზე

07 მარტი 2021, 12:30 794 ნახვა

დაიწყება თუ არა ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გასულ საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

გასულ რეპორტაჟს ამ დრომდე არ გამოხმაურებია სახალხო დამცველი,თუმცა ნინო ლომჯარიამ  საკუთარი პოზიცია ჩანაწერის ანონსში გასვლის შემდეგ სოციალური ქსელით გაავრცელა და განცხადა, რომ ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია წლებია საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ეს და სხვა შემთხვევებიც, მხოლოდ ეფექტურად ჩატარებული გამოძიების, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში