თვითნებურად გაზრდილი მგზავრობის ტარიფის გამო შპს დაჯარიმდა

06 მარტი 2021, 15:15 17385 ნახვა

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ  სანებართვო პირობების დარღვევის გამო ნომერ 39 სამარშრუტო ტაქსებზე  პასუხისმგებელი შპს დააჯარიმა.  ჯარიმა 100 ლარს ითვალისწინებს. ცნობისთვის 3 დღიანი გაფიცვის შემდეგ ნომერ 39  სამარშუტო ტაქსის მძღოლების ნაწილმა მუშაობა განაახლა, თუმცა თვითნებურად გაზრდილი ტარიფით.

მძღოლების ინფორმაციით, მათ გაფიცვაზე უარი მოსახლეობის მოთხოვნით თქვეს, თუმცა მგზავრობისთვის ხელვაჩაურის ტერიტორიაზე 20 თეთრით მეტს ახდევინებენ. როგორც მძღოლები ამბობენ, საწვავის ფასი გაიზარდა, მათი შემოსავალი კი შემცირდა, სწორედ ამიტომ 70 თეთრამდე მგზავრობის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება თვითნებურად ამიტომ მიიღეს.

სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილი კი გაფიცვას განაგრძობს და შემოერთებულ ტერიტორიებზე მგზავრობის ტარიფის გაზრდას მოითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი