ეროვნული ლიგის მეორე ტურში ერთმანეთს ,,დინამო’’ ბათუმი და ქობულეთის ,,შუქურას’’ დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი გოლი ჯამბულ ჯიღაურმა 43-ე წუთზე გაიტანა და ბათუმის ‘’დინამო’’ დააწინაურა.
შეხვედრის მეორე ნახევარში კი ‘’შუქურამ’’ თამაშის ხარისხი გააუმჯობესა და 82-ე წუთზე ნიკა ჭანტურიას გოლით ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში მოედანზე არაფერი შეცვლილა და შეხვედრა 1-1 დასრულდა. ბათუმის ‘’ დინამო’’ შემდეგ შეხვედრას მასპინძლის შინ თბილისის ‘’დინამოს’’ წინააღმდეგ 9 მარტს გამართავს, ხოლო ‘’შუქურა’’ სამტრედიას დაუპირისპირდება.