ტენდერი გოდერძიზე წყალმომარაგებისთვის

06 მარტი 2021, 12:15 936 ნახვა

კურორტ გოდერძიზე წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების მოწყობის მიზნით, ტენდერი“აჭარის წყლის ალიანსმა“  გამოაცხადა.  სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას ევალება  კურორტზე წყალმომარაგების 2 ახალი სათავე ნაგებობის მოწყობა და   შიდა ქსელში გადანაწილება. 

გოდერძიზე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დაიწყება და 2022 წელს დასრულდება.  ტენდერის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ 530 ათასზე მეტია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი