ქობულეთში დაჭრილი კაცის მდგომარეობა მძიმეა

04 მარტი 2021, 15:01 2519 ნახვა

ქობულეთში, სოფელ კონდიდში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცს, ოჯახის ინფორმაციით, წინასწარ პატიმრობა შეეფარდა.გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. ბრალდებული და დაშავებული მეგობრები არიან, ამბობს დაკავებულის ბიძა. სოფელ კონდიდში აჭარის ტელევიზიას უთხრეს, რომ დაჭრის ფაქტი ერთი კვირის წინ მოხდა, რასაც წინ ახალგაზრდებს შორის, სავარაუდოდ,  ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, შემთხვევა კი საღამოს საათებში მოხდა. დაჭრილის ოჯახის წევრმა მაუწყებელს უთხრა, რომ დაზიანებული აქვს საძილე არტერია და მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მაიკო შაქარიშვილმა განმარტა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ცივ იარაღზე კამათს მოჰყვა. თუმცა დეტალებზე საუბარი მან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ისურვა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურში აჭარის მაუწყებელს უთხრეს, რომ გამოძახება 23 საათსა და 37 წუთზე დაფიქსირდა. დაჭრილი ჯერ ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით იგი თერჯოლაში გადაიყვანეს,  სადაც ამ დრომდე გადის მკურნალობის კურსს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში