ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეიდან იწყება. სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით გამოვლენ. ადვოკატების ინფორმაციით, ისინი რაიმე შუამდგომლობის წარდგენას არ აპირებენ და კიდევ ერთხელ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, რომ საქმე პოლიტიკურია და მას რეალურ ბრალდებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ივერი მელაშვილსა და ილიჩოვას, რომლებიც გირაოთი არიან გათავისუფლებულნი, საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებაში ადანაშაულებენ.