შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 18:05 827 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა დასრულდა. მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთეს.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება.

"შეხვედრისას ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლედ დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება და ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ გამოწვევებს და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე“, – განაცხადა  ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში