შაქარაშვილის მკვლელობის საქმე- დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

01 მარტი 2021, 15:31 1099 ნახვა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე სასამართლო განხილვები სრულდება. დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდგომაც მხარეები რეპლიკის უფლებით ისარგებლებენ. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვას იტყვიან ბრალდებულებიც. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში