პრემიერ-მინისტრი წინასწარ დაგეგმილ დროზე რამდენიმე საათით ადრე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. პირისპირ შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ადმინისტრაციის ინფრომაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე საუბრის შინაარსი მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. განიხილეს კოვიდ-19 პანდემიის გამო საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებაზეც. შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ შინაარსიანი დისკუსია შედგა. საკითხთა ფართო წრიდან ღარიბაშვილი ასახელებს ოკუპაციას და გლობალურ პანდემიას.