უცხოელებზე ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული რამდენიმე სამართლებრივი პრინციპი იცვლება

28 თებერვალი 2021, 15:20 748 ნახვა

საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული რამდენიმე სამართლებრივი პრინციპი იცვლება.-პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ინიციატივაზე ხვალ იმსჯელებს. კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა შეიზღუდება და გავრცელდება მხოლოდ უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილსა და არასრულწლოვნის მშობელზე.

С-კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე, კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვება.კანონპროექტით,  აღნიშნული ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც  საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და ყოფნის უფლება აქვთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი