''დინამო'' ბათუმმა ეროვნული ლიგა გამარჯვებით დაიწყო

27 თებერვალი 2021, 21:57 462 ნახვა

დღეს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა დაიწყო. ''დინამო'' ბათუმი პირველ ტურში ქუთაისში ''ტორპედოს'' ესტუმრა და ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო.

ბათუმელებმა შეხვედრა მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ''დინამოს'' ახალწვეულების ფანცულაიასა და ჩაბრაძის აქტიურობის შემდეგ გავიდა. გოლი 79-ე წუთზე გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანა.  

გია გეგუჩაძის გუნდმა პირველი სამი ქულა მოიპოვა და გათამაშების ცხრილს სათავეში ჩაუდგა. დღესვე პირველი ტურის შეხვედრაში ჩემპიონმა თბილისის ''დინამომ'' მოულოდნელად ფრედ 1:1 დებიუტანტ ''სამგურალთან'' ითამაშა.

მეორე ტურის შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმი  ქობულეთის ''შუქურას'' დაუპირისპირდება. ეს მატჩი  5 მარტს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში