ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს ბრალი წაუყენეს

26 თებერვალი 2021, 15:55 1082 ნახვა

ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის გამო დაკავებულებს ჯგუფური ძალადობის ბრალი წაუყენეს. ამის შემდეგ  სასმართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. ორი დღის წინ, გვიან ღამით, წყნეთის ქუჩაზე ჟურნალისტს თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც ვახო სანაია ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა. სანაია მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში