სამი წელი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან

22 თებერვალი 2021, 14:04 1061 ნახვა

სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა.  სამხედრო მოსამსახურეები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. 

სამი წლის წინ 22 თებერვალს, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.

უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი