დღეს, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრის

22 თებერვალი 2021, 10:09 863 ნახვა

საქართველოს პარლამენტი, დღეს, მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრის. სესიამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრობის კანდიდატები ფრაქციის ფორმატში „ქართულ ოცნებას“ შეხვდებიან.

სამთავრობო გუნდში ორი ახალი სახეა – თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე.

ძველ პოზიციებს ინარჩუნებენ სხვა მინისტრები.

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკა ტიკარაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი;

ფინანსთა მინისტრი - ვანო მაჭავარიანი;

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;

იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა.

ნდობის მისაღებად მთავრობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი