ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 375 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 92 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებიც კომენდანტის საათის დროს გადაადგილდებოდნენ. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 282 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.