ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა

19 თებერვალი 2021, 18:01 1253 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილებაა – თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძე შეცვლის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს კი ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასეთია:

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე; 
  • იუსტიციის მინისტრი -გოჩა ლორთქიფანიძე;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;
  • ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი-ეკატერინე ტიკარაძე;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
  • თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.

მთავრობას უფლებამოსილება გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ შეუწყდა და მოვალეობის შემსრულებელი გახდა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი