არჩევნები 2016-მეორე ტური

30 ოქტომბერი 2016, 00:00 2520 ნახვა

საარჩევნო უბანზე მისულ აჭარაში რეგისტრირებულ ამომრჩველს 2 ტიპის ბიულეტენი ხვდება.  უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად სხვადასხვა ფერის ბიულეტენია. გამონაკლისი მხოლოდ  73-ე ოლქია, სადაც გამარჯვება პირველივე ტურში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ მოიპოვა. ამდენად მაღალმთიანი აჭარა დღეს მხოლოდ ერთს -  აჭარის უმაღლესი საბჭოს  მაჟორიტარს ირჩევს. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის არჩევნებს - ის  აჭარაში 5 ოლქში ტარდება. ამ შემთხვევაშიც ერთმანეთს მხოლოდ “ქართული ოცნებისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები  უპირისპირდებიან.  ეს ის კანდიდატები არიან, რომლებმაც პირველ ტურში  მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენეს. მაშ ასე გაგაცნობთ კანდიდატებს.

ამავე კატეგორიაში