ცესკო-ში თითოეული წევრი უნდა დაინიშნოს ოპოზიციისა და ხელისუფლების თანხმობით - ვახუშტი მენაბდე

19 თებერვალი 2021, 11:33 993 ნახვა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, მათი წინადადებაა, რომ ცესკო-ში თითოეული წევრი დაინიშნოს ოპოზიციისა და ხელისუფლების თანხმობით.

მისივე განცხადებით, ისინი სამუშაო ჯგუფს სთავაზობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩაატარონ სრულად პროპორციული სისტემით.

ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრმა, პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა

„არც თუ ისე კმაყოფილი ვიყავით წინა შეხვედრის დასრულების შემდეგ, რადგან ვერ დავინახეთ ენთუზიაზმი, რომ ყველზე პრინციპული საკითხები გაეზიარებინათ, რაც ეხებოდა საარჩევნო სისტემას. დღეს ახალი წინადადებით ვართ მოსული. სამუშაო ჯგუფს ვთავაზობთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩავატაროთ სრულად პროპორციული სისტემით, სიებით, ოღონდ, სიების წარდგენის უფლება უნდა მივანიჭოთ არა მხოლოდ პარტიებს და ბლოკებს, არამედ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებსაც. ამით გადავლახავთ იმ კრიტიკას, რომელიც არსებობს დღევანდელი პროპორციული სიების მიმართ, სადაც წარდგენის უფლება მხოლოდ პარტიებს აქვთ.

მეორე წინადადება ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას. ორ თემაზე ვსაუბრობთ, ერთია შერეული დაკომპლექტება პარტიული და პროფესიული, რასაც საია არ იზიარებს. მეორე ვერსია ეხება სრულად პროპორციულს, ეს მისაღებია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციურ პარტიებს ექნებათ დაკომპლექტების დროს სავალდებულო თანხმობის შესაძლებლობა. ანუ, ცესკო-ში თითოეული წევრი უნდა დაინიშნოს ოპოზიციისა და ხელისუფლების თანხმობით, როდის მოხდება ეს თანხმობა და ოპოზიციის რა პროცენტული ჩართულობა იქნება საჭირო, მზად ვართ, ამაზე ვიმსჯელოთ. ოპოზიციის როლი არსებითად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი