სამთავრობო ცვლილებები - გამოხმაურებები

18 თებერვალი 2021, 18:01 772 ნახვა

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მსოფლიო ლიდერები აფასებენ. ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს  ტვიტერზე ეხმიანება.„ნუ წახვალ ამ გზით, საქართველო. ძალიან ბევრი ადამიანი და ქვეყანაა ევროპაში და დასავლეთში, რომელიც მოხარული იქნება თქვენი იგნორირებით - ერთით ნაკლები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელზეც უნდა ვიდარდოთ. ისინი კვებავენ თვითწარმოქმნილ ნარატივს თქვენზე, რომ რეფორმების გატარება არ შეგიძლიათ და არ იმსახურებთ მხარდაჭერას,“- წერს ყოფილი პრეზიდენტი. მისი თქმით, სერიოზულად აღელვებს ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება.

„დიპლომატიური განცხადებებისგან განსხვავებით, როდესაც ვამბობ, რომ "ღრმად შეშფოთებული" ვარ, ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად ვარ აღელვებული, ზიზღს იწვევს, რაც ქვეყანაში ხდება, რომლის პოპულარიზაციისთვის, დაცვისთვის, გაზრდისთვის, დახმარებისთვის 23 წელი გავატარე. ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო!“- წერს ტომას ჰენდრიკ ილვესი.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასევე  „ტვიტერის“ საშუალებით ეხმაურება. მისი თქმით, მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და დაიწყოს დიალოგი ეროვნული ერთობისთვის. „საქართველო არის გზაჯვარედინზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობა საფრთხის ქვეშაა.

ყველა – მმართველი და ოპოზიციური პარტია უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს და დაიწყოს დიალოგი ეროვნული ერთობისთვის. ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა ყველა მათგანს ეკისრება“, – წერს კუბილიუსი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი