აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს ბიზნესმენი სოსო ტყემალაძე იყრის. სოსო ტყემალაძე ჩართულია აბასთუმანის და წყალტუბოს განვითარების პროექტში. საზოგადოებრივი მაუწყებელი სოსო ტყემალაძეს დაუკავშირდა.
“ ვიცით რომ რაგბში მძიმე კრიზისია, ვხვდები კლუბებს, გავდივარ მათთან მიმდინარე საკითხებს და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებ “- აღნიშნა სოსო ტყემალაძემ მაუწყებელთან საუბრისას.