დააკავეს მოქალაქე, რომელმაც ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები გაასაღა - საგამოძიებო 

17 თებერვალი 2021, 10:23 2276 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, იანვარში 20 000 აშშ დოლარის 100 დოლარიანი კუპიურები გაასაღა.

თანხა საგამოძიებო სამსახურმა მოგვიანებით ამოიღო. 

გამოძიება გრძელდება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი