“ენმ”-ის ბრალდება მმართველ გუნდს

29 ოქტომბერი 2016, 00:00 3393 ნახვა

“70-ე საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” და სხვა პარტიის კოორდინატორები მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ” - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გააკეთა. გია აბულაძის თქმით, ინფორმაცია მათ მოქალაქეებმა მიაწოდეს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შეფასებით, მმართველი პარტია ამ ფორმით არჩევნების მეორე ტურის გაყალბებას გეგმავს. გია აბულაძე მოქალაქეებს მოუწოდებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, არცერთი პარტიის წარმომადგენელს არ მისცენ. “ქართულ ოცნებაში” ბრალდებას უარყოფენ და ფაქტს სიცრუეს უწოდებენ.

ამავე კატეგორიაში