დღეიდან საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო

15 თებერვალი 2021, 10:28 2821 ნახვა

დღეიდან, 15 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო.

დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

▶ 18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;

▶ გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;

▶ ფიზიკური ჯანმრთელობა;

▶ მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;

▶ ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;

▶ გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე : http://workabroad.moh.gov.ge/

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს facebook გვერდს ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 1505.

დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში