ხულოში, სოფელ წაბლანაში აქცია მიმდინარეობს. სტიქიით დაზარალებული ოჯახები მათთვის ბათუმში გადაცემული ბინების გარემონტებას ითხოვენ. მათ ხულოს მერი გამოეხმაურა.
ვახტანგ ბერიძის თქმით, დაზარალებულ მოსახლეობას ბინები გადაეცა. რაც შეეხება სასმელ წყალს, მისი განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები გათვალისწინებულია.
"ე.წ. შავი კარკასი უკვე გადაცემულია და მათ საკუთრებაშია, ნაწილი უკვე ცხოვრობს კიდეც იქ. დაიგეგმა წყლის შიდა დაქსელვითი სამუშაოები, რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტში და გაზაფხულზე დაიწყება სამუშაოები, რაშიც 170 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. რაც შეეხება, მეორე სოფელს წაბლიანს, იქ უკვე მივიღეთ პროექტი და მისი განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 200 ათას ლარამდე თანხა არის გამოყოფილი", - აცხადებს ვახტანგ ბერიძე.