პროტესტი ხულოში

14 თებერვალი 2021, 15:25 1036 ნახვა

სოფელ წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობამ მსვლელობით ჰესისკენ გადაინაცვლა.  აქციის მონაწილეები ამ წუთებში ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს, ადგილზე სიტუაცია დაიძაბა რასაც მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოჰყვა. 

მოსახლეობა დილიდან აჭარის მთავრობის თავჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს. სტიქიით დაზარალებულ  220 ოჯახს სახელმწიფომ ბათუმში სოციალურ სახლში ბინები სამი წლის წინ გადასცა თუმცა ე.წ შავი კარკასის მდგომარეობით. ადგილობრივები სწორედ ამ ბინების მოწყობას ან საჭირო თანხის  ჩარიცხვას ითხოვენ.  სხალთაში ჰესის აშენების შემდეგ აქ სასმელი წყლის პრობლემაც აქვთ.

აქციის მონაწილეებს ხულოს მერი გამოეხმაურა. ვახტანგ ბერიძემ განაცხდა, რომ დაზარალებულ მოსახლეობას ბინები გადაეცა. რაც შეეხება სასმელ წყალს, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები გათვალისწინებულია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი