უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეს - პრემიერი ზაზა გახელაძეზე

12 თებერვალი 2021, 14:28 524 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, უახლოეს პერიოდში გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები ზაზა გახელაძის დასახმარებლად.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პატიმრობის გახანგრძლივება საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო გადაწყვეტილებაა.

„ეს არის საოკუპაციო ძალების მიერ სრულიად უკანონო გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, პირადად მქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაციები და მოლაპარაკებები ამ თემასთან დაკავშირები,  ჩვენ ყველა ერთად, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ, უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმასთან დაკავშირებით, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეს“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა და 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში